სოციალურ მედიაში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აშშ-მა დაადასტურა ირანზე თავდასხმა.
აშშ-ის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანში სამიზნეები დაარტყა ტანკერებზე თავდასხმის მცდელობის საპასუხოდ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ახლო აღმოსავლეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა „გამოიჩინონ მეტი სიფხიზლე და თვალი მიადევნონ ინფორმაციას ფრენების შესაძლო გაუქმების, საჰაერო სივრცის დახურვის და მგზავრობის შეფერხებების შესახებ“.
თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებული დარტყმების კვლავ მთელი ალით განახლების მიმართ შიშს ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა.
თბილისის დროით 21:48 საათისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 94,474 დოლარამდე გაიზარდა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




