რამდენიმე წუთში ვაშინგტონში დანიის საელჩოში აშშ-ს და დანიას და გრენლანდიას შორის დასრულებული შეხვედრის შედეგების შესახებ დანიის და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია დაიწყება.
დასრულდა შეხვედრა ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვივიან მოცფელდტს შორის.
არც თეთრ სახლს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და არც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ მედიაში ჯერ არაფერი არ გამოუქვეყნებია, შეხვედრის მიმდინარეობისას კი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ გრენლანდიას სთხოვენ არჩევანის გაკეთებას ერთ მხარეს შეერთებულ შტატებსა და მეორე მხარეს რუსეთსა და ჩინეთს შორის.
შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მომღიმარმა ლარს ლიოკემ ვაშინგტონში დანიის ელჩს, იესპერ მიოლერ სორენსენს, მუშტი დაჰკრა და თავის დელეგაციასთან, ისევე როგორც ვივიან მოცფელდტმა, ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის შემდეგ ისინი ვაშინგტონში დანიის საელჩოში გაემგზავრნენ, - წერს დანიური მედია და აღნიშნავს, რომ საელჩოში პრესკონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი.
Spændende fist-bump 🙏 pic.twitter.com/wZT5e6P6Ff
— Steffen W. Frølund (@SteffenFrolund) January 14, 2026
TV 2-ის კორესპონდენტის თქმით, შეხვედრაზე ატმოსფერო „კარგი, მაგრამ სერიოზული“ იყო.
შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დანიის თავდაცვის სამინისტრომ და გრენლანდიის მთავრობამ გრენლანდიასა და მის ირგვლივ სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადეს, მალე კი შვედეთმა და ნორვეგიამ ერთდროულად განაცხადეს გრენლანდიაში ჯარების განლაგების შესახებ, რაც, დანიური პრესის თქმით, სრულიად ლოგიკურია სკანდინავიის ქვეყნების უსაფრთხოებათა ერთმანეთთან გადაჯაჭვულობიდან გამომდინარე.




