აშშ-მა სანქციები დააწესა 13 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ (მათ შორის, რუსული, ჩინური, ჰონკონგური და პაკისტანური), იმ მიზეზით, რომ ვაშინგტონის მონაცემებით, ისინი ირანს იარაღისა და მისი ნაწილების მიღებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
შეზღუდვების ქვეშ მოხვედრილი რუსული კომპანიებია: შპს "მგ-ფლოტი" (ООО "МГ-Флот"), რომელიც კასპიის ზღვაში გადაზიდვებით არის დაკავებული, და სს "ა.ს. იაკოვლევის სახელობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო" (АО "Опытно-конструкторское бюро имени А.С. Яковлева"), რომელიც თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ამუშავებს.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციების მიზანია ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის ეკონომიკური იზოლაცია და მისი იძულება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-სა და ისრაელთან ირანის ომის დასასრულებლად.
თავის მხრივ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციები მიმართულია თეირანის იმ შესაძლებლობების შესასუსტებლად, რომლებიც იარაღის შექმნის პროგრამების აღდგენას ემსახურება, ასევე იმ პირთა და ორგანიზაციათა დანახარჯების გასაზრდელად, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის შესყიდვების ძალისხმევას.




