აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ხელი მოაწერს შეთანხმებას უკრაინის წიაღისეული რესურსების შესახებ. 

შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მინერალებისა და იშვიათი ლითონების მომავალი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების გაყოფას ითვალისწინებს, რითაც განამტკიცეს შეთანხმება, რომელიც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს ეკონომიკურ სტიმულს მისცემს, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინის თავდაცვასა და რეკონსტრუქციაში ინვესტიციები განაგრძოს.

შეთანხმება უკრაინის წიაღისეული რესურსების შესახებ, რომელიც თვეების განმავლობაში დაძაბული მოლაპარაკებების საგანი იყო, აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდისას შექმნას ითვალისწინებს.  ფონდი, ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, აშშ-ს უკრაინისთვის ომის დაწყებიდან გამოყოფილი დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის დახმარების ამოღებაში დაეხმარება.

„ეს შეთანხმება რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.  

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა  იულია სვირიდენკომ დაადასტურა, რომ მან შეთანხმებას ხელი ოთხშაბათს მოაწერა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა:

შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ვქმნით ფონდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს.