ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი“ აქვეყნებს.
„ასოშეიტედ პრესი“ ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, კვირას საღამოს განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა მას შემდეგ, რაც კანადამ შეერთებული შტატების ტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრის გეგმაზე უარი თქვა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს ტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრის გაგრძელების გეგმების გამო აჩერებს და ამ გეგმებს შეერთებულ შტატებზე „პირდაპირი და აშკარა თავდასხმა“ უწოდა.
კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ „სავაჭრო შეთანხმების“ „მოლოდინში“, „კანადა გააუქმებს“ ციფრული მომსახურების გადასახადს. გადასახადი ორშაბათს უნდა ამოქმედებულიყო.
კარნიმ და ტრამპმა კვირას ტელეფონით ისაუბრეს და კარნის ოფისმა განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.
„დღევანდელი განცხადება ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების განახლებას 2025 წლის 21 ივლისის გრაფიკით, რომელიც ამ თვეში კანანასკისში დაგეგმილ G7-ის ლიდერების სამიტზე იყო დადგენილი“, - განაცხადა კარნიმ.
ციფრული მომსახურების 3%-იან გადასახადით დაზარალდებოდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon, Google, Meta, Uber და Airbnb. მათ თვის ბოლოს 2 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევდათ.
მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, დანიელ ბელანმა, კარნის უკან დახევას ტრამპის „ცხადი გამარჯვება“ უწოდა.