96 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატში, თავის სახლში გარდაიცვალა როზალინ კარტერი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, 1977-81 წლების პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მეუღლე - იუწყება წყვილის არაკომერციული ორგანიზაცია 19 ნოემბერს. მიმდინარე წელს მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.

როზალინ კარტერი იყო მეუღლის ახლო მოკავშირე, მისი ბევრი წინამორბედისგან განსხვავებით, ის ესწრებოდა კაბინეტის შეხვედრებს. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, წყვილმა ცხოვრება ჰუმანიტარულ სამუშაოს მიუძღვნა.

ჯიმი კარტერი 99 წლისაა, აშშ-ის ისტორიაში ის ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტია.