მინიმუმ 64 ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემ Kidd-ზე. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს.
”დღევანდელი მდგომარეობით, USS Kidd-ის ეკიპაჟის წევრების 63%-ს, ყველას, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდათ და მათ, ვისთანაც ამ პირებს კავშირი ჰქონდათ დაუკავშირდნენ, ჩაუტარდათ ტესტირება ახალ კორონავირუსზე, რომლის შედეგად ინფიცირების 64 შემთხვევა დადასტურდა." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის სამხედრო გემზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. ხომალდი მონაწილეობას იღებდა ანტინარკოტიკულ ოპერაციაში, რომელსაც აშშ კარიბის ზღვაში ახორციელებს.