„სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს შეხვდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია „ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„მათ ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციაზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები" - ნათქვამია განცხადებაში.