საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის ბრალდებას არაოფიციალური სანქცირების შესახებ.
"ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის",- აღნიშნავენ საელჩოში და სვამენ შეკითხვას, - "რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?".