ამის შესახებ ნათქვამია უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოურ ბიზნესთან დაკავშირებული სანქციების ამოქმედება აშშ-მა 2026 წლის 30 მაისამდე გადადო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „ლუკოილის“, „როსნეფტისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დააწესა.




