უკრაინის მთავარ მარცხად იქცა კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ჩაწერა,  უფროსი დავუნიშნეთ საკუთარ თავს, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა:

"ჩემთვის, უკრაინის მთავარ და კოლოსალურ მარცხად იქცა კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ჩაწერა. მე ვთვლი, რომ არა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა პრობლემა, არამედ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, რადგან შენ ამით ცივილიზაციურად შეზღუდვა დავიწესეთ და უფროსი დავუნიშნეთ საკუთარ თავს. ეს უფროსი კი შენ უკვე გმართავს,"- აცხადებს არესტოვიჩი.