გასულ თვეში აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი პენტაგონში ჩინეთის შესახებ საიდუმლო საინფორმაციო შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა როდესაც ამის შესახებ შეიტყო, შეხვედრა გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აქსიოსის“ წყაროების ინფორმაციით, „პენტაგონში მასკის დაგეგმილმა შეხვედრამ ტრამპი გააღიზიანა“.
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას ანონიმურად განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მასკი მოსწონს, მაგრამ რადგან მას ჩინეთში დიდი ბიზნესები და კარგი კონტაქტები აქვს, ასეთი შეხვედრა მიუღებლად ჩათვალა.
„რას აკეთებს იქ ილონი? დარწმუნდით, რომ ის ვერ მოხვდება ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ, რომელმაც დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა.
თარგმანი: პირველი არხი