კომპანიამ Apple უსადენო ყურსასმენების ახალი მოდელი - Apple-მა წარადგინა. დღეიდან მისი წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია აშშ-სა და კიდევ 25 ქვეყანაში.
ყურსასმენებს მოყვება სამი წყვილი სილიკონის, სხვადასხვა ზომის საქშენი. ახალ მოდელს ორი ახალი ფუნქციაც დაემატა: ხმის დამხშობი და გამჭვირვალობა. ხმის დახშობა ყურსასმენებში ორი მიკროფონის მეშვეობით მიიღწევა - გარე და შიდა მიკროფონების, რომლებსაც შეუძლიათ გარე ხმაურის ანალიზი, რომელსაც ყურში არ უშვებენ. ხმის ჩამხშობი სისტემა ხმის სიგნალს ადაპტაციას წამში 200-ჯერ უკეთებს. გამჭვირვალობის რეჟიმი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ თან მუსიკას უსმინო და თან შემოგარენის ხმებს - მაგალითად განცხადებებს მეტრო სადგურებზე: გარე მიკროფონი აკონტროლებს გარედან შემოსულ ხმებს და მათ მუსიკის ფონზე ტრანსლაციას უზრუნველყოფს. ყურსასმენები კომპანიის ახალ ჩიპზე - H1 მუშაობს, რომელიც ბატარეას, ავტო რეჟიმში, დატენვის გარეშე 5 საათის განმავლობაში ამუშავებს. აქამდე, სექტემბერში კომპანიამ სამი ახალი ჭკვიანი ტელეფონი წარადგინა - iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max, აგრეთვე მეშვიდე თაობის iPad-ი და ჭკვიანი საათი Apple Watch Series 5.