გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში პირად წარმომადგენლად ვეტერანი ფრანგი დიპლომატი ჟან არნო დანიშნა.

გუტიერეშის თქმით, კონფლიქტი „კონტროლიდან გამოვიდა“ და „მსოფლიო უფრო ფართო ომის წინაშეა“.

ჟან არნო 2021 წელს იყო ავღანეთის საკითხებში გუტერეშის წარმომადგენელი.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივანმა აღნიშნა, ის მჭიდრო კონტაქტზე იმყოფება რეგიონსა თუ მსოფლიოში მრავალ ადამიანთან და დიალოგისა და მშვიდობისთვის რიგი ინიციატივები განიხილება.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივად დაკეტვა ხელს შეუშლის ნავთობის, გაზისა და სასუქის შეუფერხებელ მიწოდებას თესვის სეზონის დადგომის კრიტიკულ მომენტში.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირანს მიმართა: „შეწყვიტეთ თავდასხმები თქვენს მეზობლებზე“.