რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი, - გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ირანის ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს სასოწარკვეთილად სჭირდებათ შეჩერება. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“,- განაცხადა გუტერეშმა.