გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ისრაელის მიერ რაფაზე განხორციელებულ თავდასხმაზე იმსჯელებენ.
საბჭოს მოწვევა ალჟირმა მოითხოვა.
მანამდე კი რაფაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
„ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომელსაც ემსხვერპლა უამრავი უდანაშაულო მოქალაქე, რომლებიც ამ სასიკვდილო კონფლიქტისგან თავშესაფარს ეძებდნენ. ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ დარჩა. ეს საშინელება უნდა შეჩერდეს“, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.