ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასიური გათიშვის მიზეზების გამოძიების ამ ეტაპზე ელექტროქსელზე კიბერშეტევის მტკიცებულება არ არსებობს.

"ამ ეტაპზე კიბერშეტევის არანაირი ნიშანი არ არსებობს", - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა X-ში.

"ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზის დასადგენად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ", - თქვა მან.

ამავდროულად, კოშტამ აღნიშნა, რომ ის კონტაქტზეა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსთან ამ ქვეყნების ელექტრო ქსელებზე მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან დაკავშირებით.