ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე თავდასხმებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს სამთავრობო გვერდებზე.
"ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!" - წერს Anonymous.
🚨Anonymous PR/ #OpGeorgia
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) May 6, 2024
- During this period, #Anonymous has launched cyberattacks against Georgian government websites, impacting over 30 sites, with most of them now offline. These actions are in retaliation for police violence against peaceful protesters in Tbilisi and… pic.twitter.com/9E7nGpzjmm
Anonymous წერს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ კიბერშეტვა განახორციელეს მთავრობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე, ასევე პროპაგანდისტულ მედიაზე, რაც თბილისსა და ბათუმში მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციის ძალადობაზე პასუხი იყო.