უკრაინის პრესის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრი ერმაკის მრჩეველი სერგი ლეშენკო ირწმუნება, რომ აშშ აშშ ზეწოლას ახორციელებს ზელენსკიზე, რათა მან ჯარში 18-25 წლის ახალგაზრდების მობილიზება მოახდინოს.

სერგი ლეშჩენკოს თქმით, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ

18-25 წლის ახალგაზრდების მობილიზება მოახდინოს, თუმცა ამ მოთხოვნამ პრეზიდენტზე არ გაჭრა

შემიძლია დავადასტურო, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ორივე პარტიიდან, 18-დან 25 წლამდე ასაკის პირთა მობილიზების საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლას ახორციელებენ. მათი არგუმენტი ასეთის: აშშ-ს ვიტნამის ომში 19 წლის ასაკის ახალგაზრდები მიჰყავდა, - ამბობს სერგი ლეშჩენკო და დასძენს:

ამერიკელები მიანიშნებენ, რომ მხოლოდ დასავლური იარაღი არაა საკმარისი და საჭიროა მობილიზაცია 18 წლის ასაკიდან. პრეზიდენტ ზელენსკიზე ამ მოთხოვნამ არ გაჭრა. ის ცდილობს მობილიზების ასაკის დაწევის გარეშე დაითანხმოს ორივე პარტიის პოლიტიკოსები იარაღის მიწოდებაზე.