უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდეი სიბიგამ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან. 

ამის შესახებ ინფორმაციას სიბიგა საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც სიბიგა წერს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და კიევისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უნგრეთის არჩევნების შედეგებზე, სადაც ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა. ამ კონტექსტში სიბიგამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას 90 მილიარდი ევროს სესხი გადაეცეს, რომელსაც ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.

ცნობისთვის, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ სესხს არ დაბლოკავს, თუმცა სესხის უზრუნველყოფაში მონაწილეობას არ მიიღებს.