ამსტერდამში საპროტესტო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ისინი ისრაელის მიმართ ნიდერლანდების პოლიტიკას აკრიტიკებენ.
ორგანიზატორების მონაცემებით, დემონსტრაციაში, სულ მცირე, 200 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მათივე განმარტებით, ნიდერლანდებმა ისრაელზე მაქსიმალური პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა უნდა განახორციელოს.
პოლიციის ინფორმაციით, აქცია სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩატარდა, თუმცა მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები გამოიყენეს.
აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს წითელი ტანსაცმელი ეცვა და პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ.
ცნობისთვის, გასული წლის ივლისში ნიდერლანდების მთავრობამ ღაზის სექტორში არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში ისრაელის ელჩი დაიბარა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამას არასაკმარისად მიიჩნევს.




