ამსტერდამის ცენტრში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე პოლიციამ 281 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები აპროტესტებდნენ აქციების ჩატარების აკრძალვას, რომელიც მას შემდეგ დაწესდა, რაც გასულ კვირას ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 281 ადამიანი დააკავეს, აქედან 265 მომიტინგე დაშლის მოწოდებაზე უარის თქმის გამო დააკავეს. რვა ადამიანი – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ხოლო ძალადობის, ვანდალიზმის, ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის კიდევ ოთხი პირი დააკავეს.
ამასთან, პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე.