ჟურნალისტები ალსუ კურმაშევა და ევან გერშკოვიჩი, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომლებიც გაათავისუფლეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, დაბრუნდნენ შეერთებულ შტატებში.
თვითმფრინავი, რომელსაც ისინი გადაჰყავდა, დაეშვა ენდრიუს საჰაერო ძალების ბაზაზე ვაშინგტონის მახლობლად, სადაც მათ დახვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე–პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახლობლები და კოლეგები.
”მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შეგვეძლო,” - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ევან გერშკოვიჩმა მოუწოდა არ დაივიწყონ რუსეთის ციხეებში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები.
1 აგვისტოს დასავლეთის ქვეყნებმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. რუსეთისა და ბელარუსის კოლონიებში მყოფი 16 ადამიანი გაცვალეს დასავლეთის ციხეებში მყოფ 8 რუსზე. გათავისუფლებულ რუსებს შორის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელიცაა, რომელიც სასჯელს გერმანიაში იხდიდა.