უნგრეთში დასრულდა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა და მიმდინარეობს მიცემული ხმების დათვლა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით (დათვლილია ბიულეტენების დაახლოებით 27%), ბუდაპეშტის თექვსმეტივე ერთმანდატიან ოლქში (სადაც დეპუტატები მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან) „ტისას“ კანდიდატები დიდი უპირატესობით იმარჯვებენ.
პროპორციული სისტემით არჩევნებსი ხმების 45,71%-ის დათვლის შემდეგ „ტისას“ 51,98% აქვს, „ფიდესს“ 39,38%, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 6,07%.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.




