უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული სარაკეტო სისტემები IRIS-T უკვე უკრაინაშია.
„საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული „ნასამსები“ კი, მალე აქ იქნება“, – წერს ალექსეი რეზნიკოვი „ტვიტერზე“. რეზნიკოვის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინას უფრო მეტი სჭირდება. „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – წერს ალექსეი რეზნიკოვი.