4 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია მიიღო.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ 2008 წლიდან დღემდე მიღებული რეზოლუციებს შორის 4 ივნისს მიღებული რეზოლუცია მხარდამჭერთა რაოდენობით გამოირჩევა. გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან კენჭისყრაში 164 მონაწილეობდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 103-მა, წინააღმდეგი იყო 9 და თავი შეიკავა 52-მა. 29 ქვეყანას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
შარშანდელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა სამით გაიზარდა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა მოწინააღმდეგეთა რიგებს მალი დაემატა, სუდანს კი წელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მომხრე: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოცვანა, ბულგარეთი, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გვატემალა, გრენადა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკა, დომინიკანის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, ზამბია, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კვიპროსი, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალავი, მალდივები, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიანმარი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პაპუა-ახალი გვინეა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან-მარინო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საქართველო, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუისი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, სომხეთი, სურინამი, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ფიჯი, შვედეთი, ჩეხეთი, ჩილე, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, ჯიბუტი, ჰაიტი, ჰონდურასი.
წინააღმდეგი: ბელარუსი, ბურუნდი, ზიმბაბვე, კუბა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა.
თავი შეიკავა: ალჟირი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბენინი, ბჰუტანი, ბრაზილია, ბრუნეი-დარუსალამი, გაბონი, გვინეა-ბისაუ, ეგვიპტე, ეთიოპია, ერაყი, ერიტრეა, იემენი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, კამბოჯა, კამერუნი, კენია, კორეა, კუვეიტი, ლიბანი, ლიბია, მადაგასკარი, მავრიტანია, მალაიზია, მაროკო, მოზამბიკი, მონღოლეთი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, პარაგვაი, სალვადორი, საუდის არაბეთი, სენეგალი, სერბეთი, ტაილანდი, ტანზანია, ტაჯიკეთი, ტოგო, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყატარი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შრი-ლანკა, ჩინეთი.
არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა/არ იმყოფებოდა დარბაზში: ავღანეთი, ანგოლა, ბოლივია, ბურკინა-ფასო, გვინეა, ეკვატორული გვინეა, ესვატინი, ვიეტნამი, ვენესუელა, თურქმენეთი, იორდანია, კომორები, კონგო, ლაოსი, ლესოთო, ნაურუ, ნიგერი, ნიგერია, რუანდა, სამხრეთ სუდანი, სან-ტომე და პრინსიპი, სეიშელები, სიერა-ლეონე, სომალი, სუდანი, ტუნისი, უგანდა, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
2008-2024 წლების კენჭისყრის შედეგების შედარება გვიჩვენებს, რომ რეზოლუციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ყველაზე ნაკლები მოწინააღმდეგე 2024 წლის 4 ივნისს ჰყავდა.
2024 მომხრე - 103, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 52;
2023 მომხრე - 100, წინააღმდეგი - 9, თავი შეიკავა - 59;
2022 მომხრე - 95, წინააღმდეგი - 12, თავი შეიკავა - 56;
2021 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 70;
2020 მომხრე - 84, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 78;
2019 მომხრე - 79, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 57;
2018 მომხრე - 81, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 62;
2017 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 61;
2016 მომხრე - 76, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 64;
2015 მომხრე - 75, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 78;
2014 მომხრე - 69, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 79;
2013 მომხრე - 62, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 84;
2012 მომხრე - 60, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 82;
2011 მომხრე - 57, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 74;
2010 მომხრე - 50, წინააღმდეგი - 17, თავი შეიკავა - 86;
2009 მომხრე - 48, წინააღმდეგი - 19, თავი შეიკავა - 78;
2008 მომხრე - 14, წინააღმდეგი - 11, თავი შეიკავა - 105
ტრადიციულად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას რუსეთი და მისი უახლოესი მოკავშირე ქვეყნები აძლევენ. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა შორის შარშანწინ პირველად აღმოჩნდა ჩინეთი, შარშან და წელს კი მან თავის შეიკავა. ვიეტნამმა და ლაოსმა 2008 წლის შემდეგ პირველად შარშან, მეორედ კი წელს არ მისცეს ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ. წელს პირველად არ მისცა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა სუდანმა, ხოლო მალიმ პირველად მისცა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ.