კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, საკუთარ 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს. 

საიუბილეო ღონისძიებები ჰავანაში, კარლ მარქსის თეატრში გაიმართა, სადაც ფიდელ კასტრო საკუთარ ძმასთან, კუბის ამჟამინდელ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ვენესუელას პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროსთან ერთად გამოჩნდა.

თეატრის სცენაზე ფიდელ კასტროს ბიოგრაფია და კუბის რევოლუციის ძირითადი მომენტები იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით, სადღესასწაულო ღონისძიებამ ჰავანას ქუჩებში გადაინაცვლა და შუაღამისას დასრულდა.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ფიდელ კასტრო საზოგადების წინაშე პირველად მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა. 2008 წელს ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო პენსიაზე გავიდა და თავისი უფლებამოსილება საკუთარ ძმას გადააბარა.