იაპონიაში, 2011 წლის 11 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ზუსტად 7 წლის წინ, 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის, რომელსაც აღმოსავლეთ იაპონიის უდიდესი მიწისძვრა ეწოდა. მეცნიერების ვარაუდით, მსგავსი სიძლიერის ბუნებრივი კატასტროფების მოხდენის ალბათობა 600 წლის განმავლობაში ერთხელაა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ბუნებრივ კატასტროფებს 15 895 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, დაღუპულთა 93% ცუნამს ემსხვერპლა, რომელიც მიწისძვრის შემდეგ დაატყდა იაპონიას თავს. დღემდე დაკარგულად მიიჩნევა 2 539 ადამიანი. 30 ათასი ადამიანი კი დღემდე დროებით თავშესაფარში ცხოვრობს. მათი 40% ხანდაზმულები არიან.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ იაპონიის სანაპიროს 14-მეტრიანი ტალღები მიუახლოვდა, რამაც ექვსი ენერგობლოკიდან ოთხი დატბორა და მწყობრიდან გამოიყვანა რეაქტორების გაგრილების სისტემა, რის შედეგადაც უდიდესი ავარია მოხდა, რომელიც მასშტაბით მხოლოდ ჩერნობილის ტრაგედიას ჩამოუვარდება.
ავარიით გამოწვეული ლიკვიდაცია, მათ შორის რეაქტორების დემონტაჟი დღესაც მიმდინარეობს და მთლიანობაში მას კიდევ დაახლოებით 40 წელიწადი დასჭირდება.