ტერაქტი დამასკოში - ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი ტერორისტმა აიფეთქა.  

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. მან ეკლესიაში შესვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა და სხეულზე მიმაგრებული დეტონატორი აამოქმედა.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დამასკოში ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა.

„ტერორისტულ დაჯგუფება „დაეშის“ (ISIS)-თან დაკავშირებული თვითმკვლელი თავდამსხმელი შევიდა დველას რაიონში მდებარე წმინდა ელიას ეკლესიაში... ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი ასაფეთქებელი ქამრით აიფეთქა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA, ჯანდაცვის სამინისტროს   ინფორმაციით, 22 დაღუპულის და 63 დაშავებულის შესახებ იუწყება.

ლოურენს მაამარიმ, რომელიც თავდასხმის დროს ეკლესიაში იმყოფებოდა, AFP-ს განუცხადა, რომ მამაკაცი შევიდა და სროლა დაიწყო. მან დასძინა, რომ ხალხმა „მისი შეჩერება სცადა, სანამ ის თავს აიფეთქებდა“.

40 წლის ზიად ჰელოუმ, რომელიც ახლომდებარე მაღაზიაში იმყოფებოდა, თქვა, რომ მან გაიგო სროლის ხმა, შემდეგ აფეთქება და დაინახა მინის ფრიალები.

„ჩვენ დავინახეთ ცეცხლი ეკლესიაში და ხის სკამების ნარჩენები, რომლებიც შესასვლელთან იყო მიყრილი“, - თქვა მან. ინფორმაციას www.france24.com-ი