ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" აღმოსავლეთ-შავიზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ექსპორტიორთა ასოციაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში თურქული თაფლის მსოფლიოს 59 ქვეყნის ბაზარზე გაიტანეს.
2022 წელს თაფლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 45 მილიონ 984 ათას 609 დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.
უცხოელ მომხმარებელს გასულ წელს 17 ათას 161 ტონა ანუ 2021 წელთან შედარებით 74%-ით მეტი თაფლი გაეგზავნა.
2022 წელს შეერთებულ შტატებში ექსპორტირებული იქნა 7448 ტონა თაფლი, რამაც თურქეთს 18 240 997 დოლარი მოუტანა. მომდევნო ადგილებზე არიან ესპანეთი (6 მილიონ 965 ათას 774 დოლარი) და გერმანია (5 მილიონ 404 ათას 592 დოლარი).