18 წლის მაქსიმილიენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ლოკავს საწრუპს და აბრუნებს ფორთოხლის წვენის აპარატში. 

შემთხვევა, სინგაპურის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში (Goldhill Centre) მოხდა.

მომხდარის გამო, მფლობელმა კომპანიამ აპარატში არსებული 500-ვე საწრუპი შეცვალა და შესაბამისი რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. 

ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას ორ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა და სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრება