უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიჰიზე რუსების სარაკეტო იერიშს 17 კაცი ემსხვერპლა.

უკაინული მედიის ცნობით, 18 აგვისტოს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონში, პეჩენიჰიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, ადგილობრივი დროით დილის 10:47 საათის მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის  ცნობით, დარტყმის შედეგად 10 კერძო სახლი, კაფე, ფოსტა, მაღაზია და სულ მცირე შვიდი მანქანა დაზიანდა

მოამზადა რაულ კაპანაძემ.