21 აგვისტოს, რუსმა სამხედროებმა დრონებით ორჯერ მიიტანეს იერიში კრივოი-როგის სავაჭრო ცენტრზე. დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა, მათ შორის 22 ბავშვი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური პოლიციის ძალების თავმჯდომარე ოლექსანდრ განჟამ ადგილობრივი დროით 19:55 საათზე განაცხადა, რომ კრივოი როგზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 121-მდე გაიზარდა, მათ შორის 22 ბავშვი.
უფრო ადრე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე, გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის ძალებმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე ორი დრონით თავდასხმა განახორციელეს.
კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ვილკული, დარტყმების გამეორებას არ გამორიცხავს.
„შესაძლებელია შემდგომი დარტყმები“, - განაცხადა მან.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




