ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა დღეს 115 დოლარს გადააჭარბა. 109-112-დოლარიან დიაპაზონში სამდღიანი სტაბილიზაციის შემდეგ

დღეს, ლონდონის ბირჟაზე, 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 115.032 დოლარი იყო. 

ამ დროისთვის (თბილისის დროით 16:35 საათისთვის) 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 114.929 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, უფრო მაღალი ფასი ბოლოს 4 მაისს იყო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ