საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თავისუფალი თეატრი 16-19 სექტემბერს, უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლით "მექანიკური ფორთოხალი“ წარდგება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "Золотой Лев-2016" ყოველწლიურად უკრაინის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკრაინაში, ქ. ლვოვში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან და სხვა.
ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით, სპექტაკლი რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე და ქეთა ლორთქიფანიძე.