„ჩვენი მიწები ხომ დაირიგა ჩვენმა ვაჟკაცმა მეზობლებმა ეხლა ცეკვების დასაკუთრება დაიწყეს,ახია ჩვენზე ყველაფერი. ვინაა ხმის ამომღები?! ჩვენი მთავრობა?!“, - ასე ეხმაურება ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „მეტეხის“ ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი სომხურ ინტერნეტ საშუალებებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ქართული ცეკვა „დაისი“ სომხურად არის მოხსენიებული.
"შემაძრწუნებელი მასალა მოვიძიეთ დღეს ჯობია თქვენით გახსენით ლინკი და მიეცით შეფასაბა თქვენს მიერ ნახულს, ეს საშინელებაა და უფრო მეტიც ვინაა ხმის ამომღები? ჩვენი მთავრობა? ჩვენ მთავრობას არაფერი არ აინტერესებს განსაკუთრებით კულტურა,მაგაში დროს არავინ არ დაკარგავს, ჩვენი მიწები ხომ დაირიგა ჩვენმა ვაჟკაცმა მეზობლებმა ეხლა ცეკვების დასაკუთრება დაიწყეს,ახია ჩვენზე ყველაფერი...ცოტა ხანში დედა გეტირება ქართველო,მერე გაგზავნე შენი უნიჭო შვილი სასწავლებლათ ამერიკაში ან ევროპაში......ვაი თქვე ზოგიერთო ნამუს დაკარგულო ქართველებო,გრცხვენოდეთ!“, - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გელოდი ფოცხიშვილი.
აღნიშნულ ვიდეოს ეხმაურება გელოდი ფოცხიშვილის შვილი, ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი.
როგორც დავით ფოცხიშვილი ამბობს, სომხების მიერ შესრულებულ ამ „ქართულ ცეკვაში“ ქართული ცეკვის ყველა ნიუანსი დარღვეულია.
მან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდა, დაიცვას ქართული ცეკვა მსგავსი ფაქტებისგან.
„ესეც იმ "სომხების" "Gevorkian Dance Academy" ვართან გეორქიანის აკადემიის მიერ თავის პროგრამაში შეტანი მორიგი "ქართული ცეკვა" და ჩემი ანსამბლ "მეტეხის" ფონოგრამა რომელიც გელოდი ფოცხიშვილმა 40 წლის უკან ჩაწერა ომარ კელაპტრიშვილთან ერთად საქართველოს "მელოდიაში" ჩვენი ანსამბლისთვის და ასევე ჩვენი ერისთვის სრულიად ახლებური არანჟირებით...
კარგად უყურეთ სომხების მიერ შესრულებუპ "ქართულ ცეკვას" საერთოდ დარღვეულია ყველანაერი ქართული ცეკვის ნიუანსი...
არ დაგავიწყდეთ რომ ეს "გეორქიანის აკადემია" ამერიკაში არის ერთ-ერთი ძალიან ანგარიშგასაწევი ანსამბლი... მე მთელი დღე ვათვალიერებდი ამ დასის მასალებს და რაც ვნახე ეს უკვე ამტკიცებს იმას რომ ისინი პირდაპირ პოპულარიზაციას უწვენ "სომხურ" კულტურას და ამაში ჩვენ კულტურას იყენებენ ისე რომ არც კი აცხადებენ საქართველოს...
ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი ის არის რომ, მათ ცეკვებში ძალიან ბევრი ქართული ცეკვის ელემენტებია... ისე ლამაზად აქვთ აღებული ქართული ცეკვის ილეთები რომ რამოდენიმე საუკუნეში ვერც კი მიედავებიან ჩვენი მომავალი თაობები... ეს კომპანია მიზანმიმართულად და მეტად სერიოზულად მართავს კონცერტებს ამერიკის ყველაზე უმაგრეს თეატრებში როგორიც არის: "ლინკოლნის ცენტრი" "დოლბი თეატრი ლოს-ანჯელესში" სადაც იმართება ამერიკის მეგა "ვარსკვლაების" დაჯილდოვება... ეს ფაქტი რაც ხდება ჩათვალეთ რომ დამწერლობას გვართმევენ... მე მოვუწოდებ ყველას ვისაც პატარა პატრიოტული ნამცეცი გააჩნია ჯიგარში რომ, ცოტა გამოფხიზლდით!!!
კულტურის სამინისტროში უნდა გაკეთდეს რაღაც პატარა ოთახი სადაც რამოდენიმე ადამინი გააკონტროლებს ქართული ცეკვის პოპულარიზაციას მსოფლიოში და ასევე დაიცავს ქართულ ცეკვას ამდაგვარი ფაქტებისგან...
კარგია "ძეგლების" გაშპაკლვა მაგრამ ეს ძეგლი რასაც ქართული ცეკვა ჰქვია უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ცოცხალი ძეგლია...
ერთი ქართული ანსამბლი მაინც იყოს "ამერიკაში" პატარა პოპულარიზაციას მაინც გაუწევდა ქართულ ცეკვას... მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით არ არის მაგ დონეზე მისული რომ შექმნას და შემდეგ დააფინანსოს ქართული ცეკვის არსებობა და პოპულარიზაცია მსოფლიოში... სამწუხარო ფაქტია! ამ თემაზე ჩემი ოჯახი პირველი იყო ვინც ახმაურდა და თან არაერთხელ. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა "დაისს" ვგულისხმობ... ქართული ცეკვა თურქებმა მიიტაცეს პირევლი და თავის "შოუში" რომელსაც ჰქვია "ტროა" ლამაზად ჩასვეს... აი მაშინ დავიწყეთ ჩვენმა ოჯახმა ამაზე საუბარი მაგარამ სამწუხაროდ სერიოზულად არავინ არ აღიქვა...
ამ საშინელ ფაქტს ყველამ ერთად უნდა შევუტიოთ მაგრამ როგორ შევუტევთ როცა "ერთობა" ჩვენთვის ძალიან უცხოა... ჩვენ, ქართველები მხოლოდ "ქელეხში" ვართ ხოლმე ერთად ან როცა ქვეყანა თავზე დაგვენგრევა მაშინ...“, - წერს დავით ფოცხიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.