საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენენ.
პაატა ზაქარეიშვილი დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.
“გამოვრიცხეთ ისეთი საშინელი გამოწვევები, რაც იყო ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა, რის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო სიტუაციის საომარ მოქმედებებში გადაზრდა, გამოვრიცხეთ დევნილების გამრავლება, არც ერთი ახალი დევნილი, არც ერთი ახალი დაღუპული არ გვყავს საომარ მოქმედებებში.
გამოირიცხა ახალი სოფლების და ქალაქების დაკარგვა, ანუ პრაქტიკულად სამი წლის განმავლობაში ჩვენმე ხელისუფლებამ მოახდინა ის რაც ვერ მოახერხა სამწუხაროდ, ეს მათი პრობლემა არაა მარტო, წინა ხელისუფლებებმა, არა მარტო ერთმა”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.