გუშინდელი ვაჭრობის შედეგად როგორც ბრენტის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება შემცირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგები ბოლო 7 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლზე დაფიქსირდა. შტატები ნავთობის მოპოვებას ზრდის  საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საუდი არამკო კი წილებს კარგავს.  ჯერ კიდევ 2013 წელს საუდი არამკო იკავებდა მსოფლიო ბაზრის 8,5%-ს, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8,1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში საუდის არაბეთმა დაკარგა თავისი წილი მის ძირითად ჩინეთის ბაზარზე 19%-დან 15%-მდე.

შემცირება შეინიშნება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში 17%-დან 14%-მდე.

 ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის საუდი არამკო სამხრეთ აფრიკის მიმართულებით. აქ წილი შემცირდა 53%-დან 22%-მდე და ეს მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში.

 ცხადია, ნავთობის ფასის დაცემა გამოწვეულია მიწოდების სიჭარბით.

საუდის არაბეთმა კი უბრალოდ წააგო კონკურენცია მთელი რიგი მიმართულებით. მით უმეტეს რომ გამოჩნდა ახალი ძლიერი მოთამაშე – ირანი, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს თავისი ადგილი სანავთობო ბაზარზე სანქციის წინა დონემდე.

31.03.2016

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1323 მიმდინარეობს.

გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4438 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 112.33 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა მოიმატა 0,34 %-ით და ვაჭრობა 1241.70 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 1,06 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1.20%-ით და ბარელზე შეადგინა 37.86 დოლარი.