სვანეთი უკვე ზამთრისთვის ადაპტირებული კურორტია. რეგიონს ორი სამთო- სათხილამურო ადგილი “ჰაწვალი” და “თეთნულდი” შეემატა. შესაბამისად ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. სად შეიძლება ცხოვრება და რა ფასად,- ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ნელი ნავერიანს ესაურა.
სვანეთში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები, 1 დღე-ღამეში 20 ლარიდან 50 ლარადე მერყეობს.
სვანეთში ყველა კატეგორიის სასტუმროა. არის სტანდარტული ტიპის სასტუმროები, რომელსაც სხვადასვხა ფასი აქვს. ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ 20 და 20-ზე მეტი სტუმარი.
1 დღე-ღამის მინიმალური ფასი არის 20 ლარი. ზოგან საუზმეც შედის. ეს კონკრეტულ ოჯახზეა დამოკიდებული, რომელიც დამსვენებესლს ღებულობს. (სტატუსი არ აქვს).
რაც შეეხება სოჯახო სასტუმროებს- 40 ლარი ჯდება ერთჯერადი, ხოლო 50 ლარი- 2ჯერადი კვებით.
მქონია შეხება და ვიცი, რომ ეს კვება საკმაოდ ხარისხიანია და მოცულობითაც საკმაოდ დიდია. “- განაცხადა ნელი ნავერიანმა.
როგორც გემგებლის მოადგილე აცხადებს, ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად საოჯახო სასტუმროების რაოდენობამაც იმატა, მაგრამ საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნა მაინც წინასწარ ჯობია.
“ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნო, რადგან როდესაც ტურიზმის პიკია, დაჯავშნის გარეშე შეიძლება ადგილი ვერ ნახო. თუ ადამიანს ერთი ნაცნობი მაინც ჰყავს მაშინ ადვილია, მას აუცილებლად მოუძებნიან მასპინძელს.
2016 წელს გამოიცა სამენოვანი ბუკლეტები, სადაც ყველა საოჯახო სასტუმროზე დასტანდარტულ სასტუმროებზე სრული ინფორმაციაა მოცემული. ასევე არის ინფორმაცია, რა შეიძლება ნახო სვანეთში.
ნებისმიერი ადამიანი იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი, ბუკლეტიდან მიიღებს სრულ ინფორმაციას, არ დაიბნევა და არ დაიკარგება.”- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნელი ნავერიანმა.
The post რა ჯდება სვანეთში ზამთრის სეზონზე დასვენება appeared first on iRegions.