მიხეილ ყაველაშვილმა, „აიპრესთან“ ფედერაციის ამჟამინდელი მმართველობის შეცდომებზე, ზოგადად ქართული ფეხბურთის მდგომარეობასა და პრობლემების გადაჭრის სტრატეგიულ გეგმებზე ისაუბრა.
2015 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, არჩევნების წელია. ამჟამინდელ პრეზიდენტს, დომენტი(ზვიად) სიჭინავას, საპრეზიდენტო ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოეწურა. როდის დაინიშნება ფედერაციაში არჩევნები ჯერ-ჯერობით უცნობია. „აიპრესი“ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვეტერან ფეხბურთელს, მოძრაობა „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელს, მიხეილ ყაველაშვილს ესაუბრა.
-რა ხარვეზი აქვს დღეს ფეხბურთის ფედერაციას, რა შეცდომებს უშვებს ამჟამინდელი მმართვლობა?
-იმდენად ბევრია, რომ საიდან დავიწყო არ ვიცი. მაგრამ მთავარს აღვნიშნავ, საერთოდ მიმაჩნია, რომ ჩვენი საფეხბურთო კულტურა ამ ეტაპზე განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა. თანამედროვე ფეხბურთს რომ შევადაროთ, რა ცვლილებებია, რა წინსვლებია, საერთოდ რა მდგომარეობაა, იმასთან შედარებით, ჩვენი საფეხბურთო კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა. ჩემი აზრით, მთავარია ის, რომ შევხედოთ თვალებში სამართლიანად მიზეზების ძებნა თუ რამ გამოიწვია. ყველა ხედავს, რომ მძიმე მდგომარეობაშია ფეხბურთი, მაგრამ თუ რა არის მიზეზი, ამის აღქმა, გვიჭირს. ერთჯერადი აქციებით, რაღაც ემოციურ ფონს შექმნიან, ან მწვრთნელის დანიშვნაზე, ან მაგალითად რომელიმე ასაკის ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებაზე. ამით სპეკულირება ხდება, თითქოს რაღაც უკეთესობაა, ან რაღაც გზაზე დგას ქართული ფეხბურთი. რაც რთულად არის, მძიმედ არის ფეხბურთში, უნდა მოხდეს ანალიზი და მიზეზების შესწავლა. ეს არის მარტივი ფორმულირება. ამის შემდეგ, ამ მიზეზების და ანალიზის ასე ვთქვათ გაცანობიერების და შესწავლის შემდეგ, უნდა მოხდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება და ამ სტრატეგიაზე შემდეგ შეძლებისდაგვარად, სრულყოფილი პროგრამის შექმნა და შემდეგ მისი განხორციელება. ეს მარტივი ფორმულირება, არამარტო ფეხბურთის, არამედ ნებისმიერი თავმოყვარე ორგანიზაციის, კომპანიის თუ სახელმწიფო სტრუქტრის, უნდა გააჩნდეს. ჯერ-ჯერობით მე ვერ დავინახე ზუსტად აი ეს, რომ იყოს ანალიზი გაკეთებული სრულყოფილი, შემდეგ ამ ანალიზის მიხედვით სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება. პროგრამის განხორციელებაზე ზედმეტია ლაპარაკი. არის ქაოტური მდგომარეობა, სადაც ესეთი ერთჯერადი აქციებით, გაურკვეველი დაპირებებით ხდება მანიპულირება და ისევ იგივე წრეზე სიარული, რაც მანამდე ხდებოდა. აკვიატებული აქვთ ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებული გამოსვლა. როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, ამასაც იმ კულტურაში ვგულისხმობ, მსჯელობას, განსჯას, ფიქრს, ანალიზს და წინსვლას ფეხბურთში. ის დამოკიდებულება, ის სივრცეც არ არსებობს ამ ეტაპზე, სადაც შეიძლება სამართლიანად, სრულყოფილად მსჯელობა თუ რა გვჭირს და რა გზას უნდა დავადგეთ.
-ბატონო მიხეილ, რა პროგრამით აპირებთ ფედერაციაში მოსვლას?
-რადენიმე თვის წინ მქონდა პრეზენტაცია ზუსტად ამ საკითხზე. რა მდგომარეობაა დღეს, ეს შეძლებისდაგვარად შესწავლილ იქნა ჩვენი გუნდის მიერ. დეტალურად ყველა სეგმენტში, ქართულ ფეხბურთში რა მდგომარეობაა. ამ ეტაპისთვის სტრატეგიული ხედვა, გეგმა მზად გვაქვს. სამი-ოთხ თვიანი მუშაობა გავწიეთ ამის თაობაზე. მძიმე სურათი დაგვხვდა. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ფეხბურთელზე. შესაძლოა კლუბს, კარგი ინფრასტურქტურა, ეკონომიკური მდგომარეობა, ყველანაირი საშუალება აქვს, ყველაფერი შეიძლება რომ ქონდეს, მაგრამ თუ ნიჭიერი ფეხბურთელები არ ეყოლება, მაშინ ვერანაირ წარმატებას მიაღწევს. ამ შესწავლის პარალელურად ყოველთვის ვცდილობდი მენახა, არამარტო თბილისი, არამედ ცენტრალური რაიონებიც. ყველგან ერთი სურათი გვხვდება. საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები არიან, პოტენციალი ჩანს. იქვე ჩანს ზუსტად ის რეალობა, რომ ამ ბავშვებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, მაგრამ იმდენი აკლია ქართულ ფეხბურთს, რომ მათ თავიანთი ნიჭის სრულყოფილად განვითარება ვერ ხდება. ამ მდგომარეობას თუ ჩვენ სრულყოფილად და სამართლიანად არ განვიხილავთ თუ რა არის დღეს საჭირო და სწრაფად გამოსასწორებელი, ეს ბიჭები წლების მანძილზე იკარგებიან.
-ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი ნიჭიერი ბავშვი იჩაგრება. მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები ფეხბურთზე ატარონ. ეს საკითხი თუ განიხილეთ?
-ბოლო სტატისტიკის მიხედვითაც ჩანს და ყველა აღნიშნავს, რომ კლებულობს და მცირდება ფეხბურთელთა რაოდენობა საქართველოში და ძალიან ცუდია ეს. შეიძლება ბავშვებს ფეხბურთზე სიარულის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მშობელს სახსრები არ აქვს, რომ ფეხბურთზე ატაროს. ჩვენი მიზანია, რომ შეიქმნას 4 უფასო ელიტარული საფეხბურთო აკადემია და ოცი ასევე უფასო საფეხბურთო სკოლა. ეს ყველაფერი კომპლექსურია. ანალიზის შემდეგ უნდა დაისახოს ასე ვთქვათ ხედვა უნდა გამოჩნდეს, თუ რა გინდა, საით უნდა წახვიდე და ამის შემდეგ უნდა შეიქმნას სრულყოფილი პროგრამა, თავის ფინანსური გათვლებით, კარგად გაწერილი და შედეგ უნდა მოხდეს მისი განხორციელება. რა თქმა უნდა რთული პროცესია, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე სერიოზულ წარმატებაზე საუბარი. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ზუსტად ფეხბურთელზე.
პატარა ქვეყანა ვართ, უნდა გვქონდეს მიზნები და ამოცანები, ოღონდ რეალობასთან ახლოს. ამ ეტაპზე მაინც არ უნდა შევეჯიბროთ, ესპანეთს და მადრიდის რეალს, ან ბარსელონას. შეუძლებელია დიდი ხნის მანძილზე მათთან კონკურენციის გაწევა, მაგრამ თუ სწორად დავგეგმავთ ჩვენს პირობებს, ბავშვების აღზრდას ვგულისხმობ, მადრიდის რეალში ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა მოხვდეს. ამის პოტენციალი საქართველოში არსებობს. რა თქმა უნდა გვჭირდება ინფრასტრუქტურა, გამართული კლუბები, ასაკობრივი ნაკრებები. ნაკრები, რომელიც ევროპაზე მოხვდება და ჯერ ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს ჩვენი გუნდები, მაგრამ მომავლისთვის ეს ყველაფერი შესაძლებელია. თუ მაგალითად ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის შვეიცარია, რომელიც დაბალ ასაკში ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც, რატომ არ შეიძლება გახდეს საქართველოც. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ აღვზარდოთ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ფეხბურთელს გაუწევს კონკურენციას. კონკრეტულად გვაქვს, მაგალითად პირველ ხუთ წელზე რამდენი ქართველი ფეხბურთელი შეიძლება მოხვდეს ტოპ ლიგაში, რამდენმა შეიძლება ითამაშოს. საშუალო ევროპულ დონეზე რამდენს შეუძლია თამაში. ეს ყველაფერი აღწერილი გვაქვს ჩვენს პროგრამაში და მე მიმაჩნია ეს რეალურად, იქიდან გამომდინარე, რომ შევისწავლეთ.
ჩვენს სტრატეგიაში არის საგზაო რუკა. ციტატების სახით არის მოცემულობა, როგორ უნდა გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი. პირველ ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდება სახალისო გართობაზე და ფეხბურთის ნიუანსების ცოდნაზე. შემდეგ უკვე თავის თავთან და ფეხბურთთან მიმართებაში. 13 წლის მერე იწყება, ფეხბურთზე უკვე კონცენტრირება და ა.შ. მერე უკვე 18 წლის პროფესიონალად ჩამოყალიბება და ფეხბურთი მთელი თავისი ცხოვრებით. 24 საათში მისი მოცემულობა უნდა იყოს ფეხბურთი. მაშინ, როდესაც ჩვენს ამჟამინდელ ნაკრების ფეხბურთელებს ეს გზა არ გაუვლიათ და მაქსიმალურ შედეგს ვითხოვთ, არასწორია, ზედმეტ პასუხისმგებლობას ვკიდებთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პირობა არ შეგვიქმნია მათთვის, ეს განათლება არ მიგვიცია.
-ქართულ კლუბებზე რას იტყვით. თქვენს პროგრამაში, მათი პრობლემების გადაჭრის საკითხები თუ გაქვთ?
-ცოტა ფინანსურად გაგვიჭირდა იმიტომ, რომ მოცემულობა ბევრად ქაოტურია, ზუსტი სურათი არ არსებობს. გაურკვეველია კლუბები რითი ცხოვრობენ, რა ბიუჯეტი აქვთ. რაღაცნაირად უნდა დაადგნენ იმ გზას, რომ შექმნან ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ქონდეთ მათ საშუალება არსებობის. მაგალითისთვის, თუ სახელმწიფოს მხრიდან ან მუნიციპალიტეტის მხრიდან ხდებოდა ფულის გამოყოფა ფეხბურთისთვის, ისე სწრაფად ხდებოდა პირველ ოთხ და ხუთ თვეში დახარჯვა, რომ შემდეგ უხელფასოდ რჩებოდნენ. იქმნებოდა ქაოსი, იმდენად არაპროფესიონალურად, იმადენად არასერიოზულად უდგებოდნენ ამ საკითხს, რომ ხშირად კოლაფსამდე მიდიოდა. შარშან მაგალითად ორჯერ იყო საშიშროება, რომ მთლიანად ჩაშლილიყო ჩემპიონატი. ფედერაციამ უნდა შექმნას ბაზისი, უნდა დაეხმაროს სწორ მართვაში, მენეჯმენტში, ამისკენ უნდა იყოს მიმართული.
-გამარჯვების შემთხვევაში, აპირებთ თანამშრომელთა რეორგანიზაციას, თუ დატოვებთ ამჟამინდელ სტაფს?
-არამგონია. ამაზე აპელირება ხდება და ამაზე მკაცრად მივუთითებ იმიტომ, რომ იყო ამაზე აპელირება, შეიძლება გარეთ არ უთქვამთ, მაგრამ გამოიტანეს ლაპარაკი, რომ აი ეხლა ვინც მოვა, თქვენ ყველას გაგიშვებთ, გაგყრიან, განაწყობს, რომ ახალი ხელმძღვანელი, სტაფი ვინც არის და ვინც მუშოაბს იქ, დარწმუნებული ვარ არიან პროფესიონალები. მაქვს ინფორმაცია, მანამდე სანამ დღევანდელი ხელმძღვანელობა მოვიდოდა, იყვნენ პროფესიონალები და მაქვს წარმოდგენა და ვიცი, ეს უმნიშვნელო საკითხია, შეუძლებელია მაგ მხრივ, ჩემ თავზე ვიტყვი და კონკურსი იქნება, ან ვთქვათ რა სახის სპეციალისტი ჭირდება ან ვინ ჭირდება და თუ ის ადამიანები დღეს ფედერაციაშ კარგად ართმევენ ფედერაციაში თავიანთ ვალდებულებას, რა პრობლემა უნდა იყოს. ამას მნიშვნელობა უნდა დავუკარგოთ, რომ ეს არ იყოს სპეკულაციის მომენტი, რომ ვიღაცის ჯინი ჭირს რომ გააგდოს, ჩემი შეხედულება ასეთია.
-გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ ფედერაციაში გრჩებათ მძიმე მემკვიდრეობა. სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა 2011-12-13 წლების ანგარიშები, სადაც ფეხბურთის ფედერაცია მკვეთრად ფიგურირებს. რა რეაგირების მოხდენას აპირებთ?
-პირველ რიგში შევისწავლით. როდესაც ვმუშაობდით სტრატეგიაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ფინანსები. ვერაფრით მოვიპოვეთ ბიუჯეტი ფედერაციის, თუ რა შემოსავლები აქვთ, არ არის ეს გამჭვირვალე.
მე არ ვარ ამის სპეციალისტი. სპეციალისტების მხრიდან მოხდება, ჩვენი გუნდიდან იქნება ეს თუ სახელმწიფოს მხრიდან, შესწავლა ამ საკითხის. ჩვენ ვიქნებით, გამჭვირვალე, ალბათ უეფასთან და ფიფასთან ერთად, მათი მონაწილეობით შეგვეძლება აუდიტის ჩატარება. ეს მიმაჩნია ჩვეულებრივ ამბად და არა რაღაც გაფეტიშებად.
-ბატონი ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ არასდროს შეუთავაზებია ამჟამინდელ ფედერაციას საფეხბურთო პროექტები. ითანამშრომლებთ თუ არა თქვენ ამ კუთხით სპორტის სამინისტროსთან?
-ვითანამშრომლებ სამინისტროსთან არა, ესე პირდაპირი გაგებით. ვალდებულიც ვიქნები და აუცილებელიც არის, გარდა იმისა რომ ესეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, შეუძლებლად მიმაჩნია, სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე, ამ ეტაპზე ფეხბურთის განვითარება, რაღაც ეტაპამდე მიიყვანო. ძირითადად ჩვენ ხომ კერძო კლუბები არ გვყავს, თითზე ჩამოსათვლელები არიან. ძირითადად მაინც სახელმწიფოს ანაზღაურებაზე არიან, მუნიციპალური კლუბებია. ამის შემუშავება დაწყებული გავქვს. პირველ ეტაპზე რა სახით უნდა მოხდეს შეჯერება. ამას მიხვდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ფიფაც და უეფაც. ეხლა უკვე პირდაპირ პროექტები, მათ დაინახეს სახელმწიფოს როლი. შეუძლებელია, ფეხბურთის ორგანო ცალკე იყოს. ჩარევაზეა სულ ლაპარაკი, მაგრამ მეორე მხრიდან უყურებენ ამას. ფეხბურთის განვითარება, უეფას ანალიზს გეუბნებით, რომელიც ეხლა დაიგეგმა და დაიწყეს პირდაპირ სამკუთხედის შექმნა, უეფა, სახელმწიფო სტრუქტურები და ფედერაცია. ეს იძლევა უფრო მეტ შედეგს. იმიტომ რომ სახელმწიფოზე ისედაც იყო ბევრი რამე დამოკიდებული, კორდინაციაში უფრო მეტი გაკეთდება იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი ევროპის ძირითად ქვეყნებში, მაინც სახელმწიფოზეა მიბმული.
-რამდენად სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება, თქვენი აზრით, არჩევნები?
-არჩევნების თემა იმედი მაქვს, რომ სამართლიანად ჩატარდება, იმედი მაქვს, რომ უკვე გამოჩნდა რამდენიმე პიროვნება და მინდა რომ ერთ პიროვნებაზე არ იყოს დამოკიდებული, გუნდი იყოს და პირველ რიგში მათი ხედვა, პროგრამა თუ რა უნდათ, როგორ უნდათ და არა რაღაც ემოციურ ფონზე, მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ და მხოლოდ მარტო კრიტიკით თუ ეს ასე არ არის და ეს ესეა და ა.შ. ეს აუცილებელია, ფეხბურთისთვის. რაც ვილაპარაკეთ, მთავარი არის ეს. რა თქმა უნდა ამის განხორციელება, ძალაუფლების გარეშე, შეუძლებელი იქნება. რაზეც ვიმუშავეთ, იმიტომ არ გვიმუშავია რომ პრეზიდენტი გავხდე. არა, იმიტომ რომ შეიცვალოს. ამის განხორციელებაში მე პრეზიდენტობა თუ დამეხმარება, მაშინ გულწრფელად გეუბნებით, რომ ვიბრძოლებ. მე მინდა რომ გადავიყვანო ეს ყველაფერი, ამ გზის განხორციელებაზე და არა პიროვნულ დონეზე. აი ეს იქნება ჩემი მიზანი, ამ ეტაპისთვი, რომ ამაზე იყოს გაკეთებული აქცენტი. ჩემთვის მთავარი თემა ამის განხორციელებაა, ფეხბურთი სტრატეგიის გარეშე წინ ვერ წავა. გულწრფელად გეუბნებით, შემიძლია ნებისმიერ პროფესიას წარმოვადგენდე, როგორც ევროპაშია. პირიქით ჩემთვის მოედანზე ყოფნა უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე კაბინეტში. არ მოვერიდები, მითუმეტეს ეხლა, თუ იგივე გაგრძელდება, ისევ რაღაც მანიპულაცია, მე ვიბრძოლებ ბოლომდე.