ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელოში, ორი ახალი სპორტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა.
ზუგდიდის მრავალფუნქციური კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
სენაკში კი დაგეგმილია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის აშენება. გათვალისწინებულია არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტული და საბავშვო აუზების, სავარჯიშო დარბაზების, გასახდელების და ფიზიოთერაპიის სივრცეების მოწყობა. - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.









