ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს, ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია, – ამის შესახებ „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბ­ლის, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა „ამბები ჯი“ ავრცელებს.

„მივმართავ ტელეკომპანიებს „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“, მე მზად ვარ, რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად, ფეიქნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რამე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან, არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია, იგივეა. ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშაოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის.

სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება, კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ. ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.

ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, არხის ამჟამინდელი მენეჯმენტისთვის, რომლებიც საუბრობენ სხვა დამფუძნებლების სახელითაც, ჩემს მიერ შეთავაზებული იქნა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო უარის მიღების შემდეგ, განვიხილავდი გია ჭანტურიას კანდიდატურას, თუმცა ორივესთან პირადი მოლაპარაკების გარეშე. ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შეძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას. ცალკე ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსში აღწერილ ყალბად შეფუთულ ცილისწამებებს“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დაწერა: გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: "ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში - მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე - მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში"- ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან

მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი" - სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის 

ზაზა ოქუაშვილი: ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის იმის მაგალითი, როგორ ამოეფარო მედიას და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად