ვოლიფეი - მომხმარებლებთან ურთიერთობის გამარტივებისთვის

1571205657
ქართულ ფინანსურ ბაზარს წლის ბოლოს ახალი სტარტაპი შეემატება. ვოლიფეი ფინტექ სტარტაპ პროექტია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ფინანსური Business Intelligence (BI) პროდუქტი. კომპანია თავის მომხმარებლებს შესთავაზებს თანამედროვე, გამარტივებულ გზას საკუთარი ფინანსების სამართავად. ფინანსურ ორგანიზაციებს კი მისცემს შესაძლებლობას ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით მათ მომხმარებლებს მიაწოდონ სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ფინანსური პროდუქტი, გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა უფრო თანამედროვე და პრაქტიკული - საკუთარი კომპანიის სახელით მომხმარებლისთვის Mastercard საერთაშორისო საგადახდო ბარათის შეთავაზებით.
წლის ბოლოს, ვოლიფეი თავის მომხმარებლებს შესთავაზებს ელექტრონულ საფულეს და საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს რამოდენიმე წამყვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციასთან ერთად, რომლებთანაც კომპანია უკვე თანამშრომლობს.
კომპანიის პროდუქტი მომხმარებლისათვის ბაზარზე არსებული საგადახდო სისტემების სრულყოფილი და კომფორტული ალტერნატივა იქნება, რომელიც არა როგორც ფინანსური ორგანიზაციების კონკურენტი, არამედ მათი მომსახურების შემავსებელი პროდუქტის შეთავაზებით პოზიციონირდება. კომპანის გუნდი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლობა წამყვან კომპანიებთან არასაბანკო სექტორიდან შეცვლის მომსახურების ხარისხს და ამავდროულად აამაღლებს ბაზარზე არსებულ სტანდარტებს. მათი პარტნიორი ორგანიზაციები ისარგებლებენ ახალი კონკურენტული უპირატესობებით, პროდუქციის მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობით - მათი პროდუქტის პორტფელზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რაც შესაბამისად ქმნის ხარჯების შემცირებისა და შემოსავლის მიღების საშუალებას.
„ვოლიფეი სრულიად ახალი და პირველი ქართული პლატფორმაა არასაბანკო სექტორიდან, რომელიც MasterCard-ის საბარათე პროგრამის წევრი ოფიციალურად გახდა. ძალიან ხანგძლივმა და შრომატევადმა პროცესმა განაპირობა, რომ გვაქვს შესაძლებლობა სრულიად განსხვავებული ფინანსური პროდუქტები შევთავაზოთ ქართულ ფინანსურ სექტორს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან და უახლოეს მომავალში იხილავთ ვოლიფეის პლათფორმის საშუალებით სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ რამდენიმე ტიპის საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს.“ - განმარტავს გიორგი აბულაძე, ვოლიფეის დირექტორი.
ვოლიფეის ის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იქნება გლობალური ხედვის შენარჩუნება აქტიური განვითარების პროცესის პარალელურად, რათა ფულის მართვის პროცესი უფრო კომფორტული გახადოს ქართველი მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ.
ვოლიფეი ოპერირებს საგადახდო სერვისის პროვაიდერი კომპანიის „მანიქოს“ ლიცენზიის ფარგლებში. თუ თვლით, რომ თქვენი საფინანსო კომპანიისთვის ვოლიფეის გადაწყვეტა საინტერესო და სასარგებლოა, დაკავშირება შეგიძლიათ ვებგვერდით: https://www.wallypay.ge/თანამშრომლობა
მეტი ინფორმაციისთვის: https://www.wallypay.ge