ვაკის რაიონის გამგეობა ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას განაგრძობს.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი ეწყობა, სკვერში ფიტნეს ზონა განთავსდა, განახლდა სპორტული მოედანი.
პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც. სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე ტერიტორიაზე ასევე ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი ადგილზე გაეცნო.