ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ ,  შავგულიძის N7-ში  ამორტიზებული სატვირთო ლიფტი, ხოლო აბაშიძის N86-ში ძველებური ტიპის ამორტიზებული ლიფტი თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.  
სულ ვაკის რაიონში 110 ლიფტის განახლების პროექტი დაფინანსდა, 102 პროექტი უკვე დასრულებულია. 

აღნიშნული მისამართების მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატებთან ალექსანდრე ასათიანთან და ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა. 

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.