ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

ტერიტორია შემოიღობა, სივრცეში განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დამონტაჟდა საპარკო ავეჯი, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაირგო მცენარეები.

შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.