ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.
9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წლის მე-3 კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ +3.6% შეადგინა, რაც +105,891 ვიზიტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით +4.7%-ით, +95,177 ვიზიტით მეტია.
9 თვეში რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდან. შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს - 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს +150.1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება (+29.1%).
რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (+198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები +46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან +12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი - 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც +30.2%-ით, +72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:
დანია +56.5%
ლიეტუვა +46.8%
კვიპროსი +45.2%
აზერბაიჯანი +36.2%
ბაჰრეინი +31.6%
ჩინეთი +30.2%
სლოვაკეთი +26.3%
ლატვია +25.6%
იაპონია +24.5%
რუმინეთი +23.3%
იტალია +22.7%
ფილიპინები +21.9%
ფინეთი +21.3%
უკრაინა +21.3%
ირლანდია +20.9%
ნიდერლანდები +20.1%
ესტონეთი +19.9%
ისრაელი +19.1%
გაერთიანებული სამეფო +18.2%
საფრანგეთი +18.2%
ბულგარეთი +17.5%
გერმანია +16.8%
შვეიცარია +16.5%
ბელგია +16%
ჩეხეთი +15.6%
პოლონეთი +14%
უნგრეთი +12.5%
შვედეთი +11.1%
აშშ +9.1%
ესპანეთი +7.9%










