ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამ დროისთვის დაზიანებულის გზის საფარის განახლება დადიანის და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3100 კვ. მ ფართობს მოიცავს.

გარდა ამისა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ტაბიძის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ახალი საფარი დაიგო. სანიაღვრე სისტემა და გზა მოეწყო ასევე გუდიაშვილისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე, წერეთლის ქუჩაზე კი გზის საფუძველი და ასფალტი განახლდა. პროექტების შედეგად, წვიმიან ამინდში წყლის დაგუბების პრობლემა მოგვარდა.