ვაკის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში მძლეთის ქუჩა განახლდა. სამუშაოების შედეგად, 3000-მდე კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. შედეგად რეაბილიტირდა დაზიანებული გზა, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა.
გარდა ამისა, გზის საფარი ასევე ახალდაბაში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე ეწყობა. გზის საფუძველი 2000 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყობა, აშენდება საყრდენი კედელი, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი.