საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე კომპანია GWP-მ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოცვალა, რის შემდეგაც გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო.
8 000 კვ. მ ფართობის, 1.5 კმ სიგრძის ქუჩაზე მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე კიუვეტი და იგება ასფალტი.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.







